მაიკ პომპეო - ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის

მაიკ პომპეო

გამოქვეყნებულია  188 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და საფასურს გადაიხდის ჩადენილისთვის, -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერში განაცხადა.

„მათ ხელში არსებული ინფორმაციის არგაზიარებით ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და გლობალური ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის უზარმაზარი გამოწვევა. მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და არ შეგვიძლია ჩვენი გუნდის გაგზავნა ადგილზე, რათა მან ჩაატაროს საჭირო სამუშაო. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს ის, რის გაკეთებაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან, როდესაც მათ ქვეყანაში პანდემიაა. 

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული გამჭვირვალობა ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ არის რაღაცები, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით".      

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელ მიზანს ვირუსის გაკონტროლება, ეკონომიკის აღდგენა და იმ ფაქტების მოპოვება წარმოადგენს, რომელიც მას ჯერ არ აქვს:

„ამერიკელებმა იციან, რომ ეს არის ჩინეთში, უხანში წარმოშობილი ვირუსის შედეგი და მათ იციან, რომ ჩინეთის მთავრობამ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მაიკ პომპეო - ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის
  • unipress