მაყვალა ზანდუკელი

ელენე სალარიძე

გამოქვეყნებულია  1,602 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

მაყვალა ზანდუკელი - უმშვენიერესი ქალბატონი, დიდხანს რომ ალამაზებდა თბილისს... დიდი მიხეილ ზანდუკელის მემკვიდრე და თავადაც გამორჩეული მკვლევარი ეთნოლოგი. კარგი შვილების დედა, უღალატო და და დეიდა... ფიქრია და მაყვალა ზანდუკელების სახელს მართლაც არ უწერია დავიწყება. ორივემ თავისებური და გამორჩეული კვალი დატოვეს ქართულ მეცნიერებაში.
მაკომ (ასე ესიყვარულებოდნენ უმცროსი კოლეგები) საუკუნის დასასრულს ლირიკული ლექსების წიგნიც გამოსცა, დაბინდებისას მესტუმრა დილაო, წერდა და ქართული სიტყვისა და ლექსის სითბოთიც მოხიბლა მისი ნიჭის თაყვანისმცემლები...
მეუღლეც ღირსეული ჰყავდა, ნოდარ ჩიკვილაძე, განათლების დაუღალავი მუშაკი და ქვეყნის ბედზე დაფიქრებული კაცი... უმისობას ძალიან განიცდიდა... თითქოს ღიმილი დაავიწყდაო, მუდამ ენერგიულსა და ღიმილით სავსეს, სხვათა შემწესა და მანუგეშებელს.
თბილისი თავის კიდევ ერთ ღირსეულ ქალბატონს -  მაყვალა ზანდუკელს გამოეთხოვა... ჰო, იმ მაყვალას, ეროვნული მუზეუმის სახე რომ იყო, ძალიან გემოვნებით და სისადავით რომ ეცვა, ქართული და დაღესტნური ვერცხლის განსაცვიფრებელი სამკაულების კოლექციით რომ გვხიბლავდა, ქართული ყოფისა და კულტურის ძეგლებს რომ გვაყვარებდა... - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ელენე სალარიძე


თქვენი რეაქცია?

2
LOL
1
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
1
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი