მაშველებმა, ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაური

გამოქვეყნებულია  106 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ ქვედა ჯოჭოში გუშინ მეწყერმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ორი მგზავრი იჯდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერმა საცხოვრებელი სახლიც წაიღო და 120 მეხანძრე-მაშველი დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებს.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს დილით 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მაშველებმა, ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  • unipress