მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ - კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  245 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილი ძალიან შეშფოთებულია ხალხის პროტესტით და ამის გამო მოიგონა ერთი მხრივ ხალხისთვის შემაშინებელი ინსტრუმენტი, რომ პანდემიაა და გარეთ გასვლა აქციაზე საშიშია, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციას ემუქრება დაფინანსების შეწყვეტით.

„ივანიშვილი ეხლა არის ძალიან შეშფოთებული, რადგან იცის, რომ იმის გამო, რომ ხალხს მოპარა არჩევანი, ხალხი აპირებს გარეთ გამოსვლას და აპირებს გაპროტესტებას და ეს იქნება ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი და ეხლა ცდილობს სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია შეაშინოს, სრულიად წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა, მაგრამ ამას აპირებს და მეორე მხრივ, რომ ხალხი შეაშინოს.

ხალხს აშინებს იმით, რომ  პანდემია არის და გარეთ არ გამოხვიდეთ, რაღაც შეზღუდვების შემოღებას აპირებს ამის გამო, ხოლო ოპოზიციას ერთი ხმრივ ევაჭრება, თითქოს დაფინანსებას შეგიწყვიტავ და არ ესმის, რომ დაფინანსება არ არის ის საკითხი, რომლის გამოც ოპოზიცია უარს იტყვის არჩეულ სტრატეგიაზე და ეხლა მოიგონეს ის, რაც დიდიხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას და ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა.

უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასეთი იაფი მუქარებით და დაშინებით არაფერი მას არ გამოუვა. როგორც ჩანს აქამდე ვერ გაიგო, გაიგებს 8 ნოემბერს და მომდევნო დღეებში.“ - განაცხადა კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ - კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე
  • unipress