მესი, ჩემთვის მარადონასთან ერთად არამარტო ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის, არამედ ცხოვრების ერთ-ერთი მოტივაციაც იყო და არის

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  156 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"პოლიტიკურ თემებთან ერთად, არის კიდევ ერთი საკითხი რომელსაც მინდა გამოვეხმაურო ვისაც ფეხბურთი უყვარს და აინტერესებს, ყველასთვის დიდი ამბავი ხდება. მესი "ბარსელონადან" შეიძლება წავიდეს. სევდიანი ამბავია. ახლა ნამდვილად ასე გამოიყურება, რომ მთავრდება დიდი ეპოქა რომლის პირველ ეტაპს კრუიფმა ჩაუყარა საფუძველი, როგორც მწვრთნელმა, მერე ვან გაალმა გააგრძელა, შემდეგ რაიკარდმა და საბოლოდ გვარდიოლამ შექმნა დი სტეფანოს "რეალთან" ერთად ყველა დროის საუკეთესო გუნდი. მე დღემდე მგონია რომ "ბარსელონას" თამაში "მანჩესტერთან" ჩატარებულ მეორე ფინალში, საუკეთესო ფეხბურთია, რაც კი ოდესმე ლაივში მინახავს. ეს თამაში ემოციით, ხარისხით და მნიშვნელობის კომბინაციით თითქმის გაუტოლდა ჩემი ბავშვობის მოგონებებს - მარადონას არგენტინის ინგლისთან, გერმანიასთან და ბელგიასთან თამაშები 1986 წელს, არგენტინა-უნგრეთი 1982 წელს და 1982 წლის ბრაზილია -იტალია, 1986 წელს ბრაზილია-საფრანგეთი. ბუნებრივია, "დინამოს"  "ვესტ-ჰემთან" გასვლაზე (4-1), "ფეინოორდთან" სახლში (3-0) და რაც მთავარია, "დინამო" თბილისი - "კარლ ცაისი" ცალკე კატეგორიაშია - ეგ საქართველოს ნაკრებმა. რომ მსოფლიო მოიგოს ისეთი ემოცია იყო.

ცალკე ამბავია მესი, რომელიც ჩემთვის მარადონასთან ერთად არამარტო ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის, არამედ ცხოვრების ერთერთი მოტივაციაც იყო და არის კარგი ამბავი ისაა, რომ სიტიში გვარდიოლასთან გაერთიანების შანსი არსებობს, რაც ბუნებრივად ჩემს და ყველას დიდ ინტერესს იწვევს. ხელახალი საფეხბურთო საოცრების შესაძლებლობას აჩენს. ეს ამბავი მაინც სევდანარევია - ამ ამბავმა, ბარსელონადან წასვლამ, კიდევ გამახსენა ის რაც ფეხბურთის ყველა ნამდვილ გულშემატკივარს აწუხებს-მესი რომ არ იქნება, მერე რა ვქნათ. უტრირება რომ მოვახდინო, მაგ ამბავზე ფიქრისისას ის განცდა მაქვს, რაც ადამიანს შეიძლება მხოლოდ ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე/ განშორებაზე ჰქონდეს. როცა ჯერ განიცდი დაკარგვას და ვერ ეგუები, და როცა შეეგუები დიდი სიცარიელე რჩება. თავის დროზე (მარადონას კარიერის დასაწყისის შეფასებისას) მენოტიმ თქვა -დი სტეფანოს შემდეგ, ოცი წელი ორსულად იყო არგენტინაო. ასე რო ისევ არგენტინის იმედი მაქვს რომ “რაღაცა იქნება" - წერს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი. გიგა ბოკერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Image

თქვენი რეაქცია?

1
LOL
0
LOVED
1
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მესი, ჩემთვის მარადონასთან ერთად არამარტო ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის, არამედ ცხოვრების ერთ-ერთი მოტივაციაც იყო და არის
  • unipress