მესტიის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.
მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მიმდინარე წლის 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა
0 კომენტარი