მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული

სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნებულია  375 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა:

"არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული
  • unipress