მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს - უგულავა კობახიძეზე

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  200 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.

უგულავას თქმით, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას ანცვიფრებს ყოველ ჯერზე მისი განცხადებებით და როგორც უგულავამ აღნიშნა, ყველაზე ფსკერზე სწორედ კობახიძე „ცოცავს“ ქართულ ოცნებაში.

„ეს ღლაპი არ გვანებებს თავს და გვანცვიფრებს ყოველ ჯერზე, სამარცხვინოა, როდესაც მან იტვირთა მაინც და მაინც ეს ფუნქცია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე ფსკერზე ეგ ხოხავს "ქართულ ოცნებაში". ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა არჩევნების წინ "ქართული ოცნება" გამოდის და ცდილობს რაღაც დაძაბულობის იმიტაცია შექმნას, დააბრალოს ოპონენტებს სხვადასხვა რამ, შემდეგ საპნის ბუშტივით სკდება ყველა ეს ბრალდება არჩვენების შემდეგ, აღარავის აღარ ახსოვს, მაგრამ ტალახის სროლა რჩება ტალახის სროლად.

ამიტომ, მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს, მთავარია, რომ საზოგადოება მზად არის გარდამტეხი ცვლილებებისთვის და ეს ცვლილებები დადგება, რაც არ უნდა იბჟუტუროს ეხლა კობახიძემ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძალადობაზე ზოგადად ლაპარაკობს ის, ვინც ძალადობას აპირებს, სისხლისღვრაზე  ლაპარაკობს ის, ვინც სისხლისზღვრას აპირებს და შესაბამისად, ის ვინც ლაპარაკობს, იმას უდევს თავში ეს და ნუ გონია ივანიშვილს, რომ ძალადობით, დაშინებით, მოსყიდვით შეინარჩუნებს ხელისუფლებას. მისი ხელისუფლება არის განწირული.“ - განაცხადა უგულავამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მე სერიოზულად არ მოვეკიდებოდი ამ ღლაპის განცხადებებს - უგულავა კობახიძეზე
  • unipress