მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან

ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნებულია  46 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან - განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: 

"გულახდილად რომ გითხრათ, შეუძლებელია, აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ეწევიან ელჩები. უბრალოდ, აღგაფრთოვანებს ადამიანს, როგორი მონდომებულები არიან ელჩები, რომ ვითარება განიმუხტოს და როგორ ცდილობენ, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს, საერთო შეხების წერტილები მოიძებნოს. ჩვენ ჩვენი პოზიცია ვუთხარით. ვუთხარით, როგორ ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ  გამოსავალს ამ კრიზისიდან.

რა თქმა უნდა, რისკებზეც ვისაუბრეთ და ახლა ჯერი ნამდვილად "ქართულ ოცნებაზეა". ჩვენ ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ და მეც ჩემდაწილ ვიტყვი, თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ეს იქნება არა რომელიმე ერთი მხარის გამარჯვება ან მეორის დამარცხება, არამედ გაიმარჯვებს საქართველო, ვინაიდან საშინელი ზამთარი გველის, ძალიან მშიერი ზამთარი გველის. ამდენად, ყველას უნდა გვქონდეს კარგად გააზრებული პასუხისმგებლობა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან
  • unipress