მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება არჩევნებისგან არის გარდამტეხი ცვლილებები, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და უკეთესობა, რომელსაც ოჯახები იგრძნობენ არა 10 და 15 წლის შემდეგ, არამედ წლის ბოლომდე

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  97 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ევროპულმა საქართველომ გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი წარადგინა.

წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან ერთად, ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას წარუდგინა კასპის მერობის კანდიდატი, გიორგი ხელაშვილი. პარტიამ მოსახლეობასთან ასევე გამართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია და იმ კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს, რითაც შესაძლებელია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.

დავით ბაქრაძის თქმით, ყოველი მოქალაქის ხმა არის მნიშვნელოვანი, რათა შეიცვალოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ. ლევან თარხნიშვილმა იმ კონკრეტულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რის განხორციელებასაც აპირებს ევროპული საქართველო. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ გადასახადების შემცირებით, სახელმწიფო საკუთებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებით, ყოველ ოჯახს წლიურად დარჩება 2000 ლარზე მეტი. გიგა ბოკერიას თქმით, სწორედ ევროპული საქართველო, მიკი კონკრეტული გეგმით, არის ის ძალა, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ქვეყანა არის უიმედობაში, პრობლემებში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება და ღრმავდება. მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება არჩევნებისგან არის გარდამტეხი ცვლილებები, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და უკეთესობა, რომელსაც ჩვენი და თქვენი ოჯახები იგრძნობენ არა 10 და 15 წლის შემდეგ, არამედ წელს, წლის ბოლომდე და გაისად. ეს არის ჩვენი ამოცანა გამოვიყენოთ ეს არჩევნები გარდამტეხი ცვლილებებისთვის და უკეთესობისთვის, რომელიც უნდა მოვუტანოთ თითოეულ ოჯახს გორშიც, ქართლშიც და მთლიანად საქართველოშიც. რა სჭირდება ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნებზე მისვლა იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ბედი არის თქვენს ხელში. არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ არა იმიტომ, რომ ვიღაც აირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ ამით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ცხოვრების შეცვლის გზა გადის არჩევნებზე და თუ ამ დღეს არ გამოიყენებთ, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ არის, მთელი პრობლემები, დანარჩენი გაჭირვება და უბედურება დარჩება ჩვენს გვერდით . ერთი ხმა არის, რომ წარმოიდგინოთ პარკში დაგდებული აგური, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ აქ დადგებულ აგურს, როცა მშენებლობაზე მიიტან, მეორე, მესამე და მეათე აგურს დაადებ, კედელი და სახლი აშენდება. ასეთი აგურია თითოეული თქვენგანის ხმა. ნუ გადააგდებთ თქვენს ხმას, ნუ დატოვებთ უპატრონოდ თქვენს ხმა, მიდით და ათასობით სხვა ხმასთან ერთად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მომავალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო საქართველოს სწორ და განვითარების გზაზე დაყენება. ჩვენ ახლა ვართ ჩიხში, რომელშიც მოგვაქცია ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. იმის მაგივრად, რომ გამოასწოროს პრობლემები, მთავრობა თვითონ გახდა პრობლემა. დღეს ქვეყანაშია უმუშვერობა, მაღალი გადასახადები, უიმედობა და ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლიელებები“. - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. არც უკან დაბრუნებაა საჭირო. თქვენ ხართ ის გუნდი, ვინც წაიყვანს ქვეყანას წინ ცვლილებებისაკენ, ვისაც აქვს კომპასი და იცის რა უნდა გააკეთოს. ბრძოლას ყოველთვის სჭირდება ლიდერები და მიხარია, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ლევან თარხნიშვილი იქნება აქ კანდიდატი. ევროპული საქართველო ნამდვილად არის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება არჩევნებისგან არის გარდამტეხი ცვლილებები, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და უკეთესობა, რომელსაც ოჯახები იგრძნობენ არა 10 და 15 წლის შემდეგ, არამედ წლის ბოლომდე
  • unipress