მინსკში დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მინსკი

გამოქვეყნებულია  221 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინსკში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

როგორც უწყების პრესმდივანმა, ოლგა ჩემოდანოვამ აღნიშნა, მონაცემები საბოლოო არ არის და სამინისტრო დაკავებულების სრულ სიას დილით გაასაჯაროვებს. დაკავებულებს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას ედავებიან.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 22 დღეა გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მინსკში დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
  • unipress