მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნებულია  45 ნახვა განახლებულია 13 დღის წინ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენების გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომელიც შედეგად დაძაბული ვითარების მეტ ესკალაციასა და ძალადობას მოიტანს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ ერგულება, მართლმსაჯულებისა და საპროკურორო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით. 

ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოსთან, როგორც მოკავშირესთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
1
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა
  • unipress