მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  73 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციური პარტიები რევოლუციურ გეგმას ამზადებენ. კაპანაძის თქმით, ეს არის ბოდვა და ამ განცხადებით მოსახლეობის შეშინება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ხიფათი არის ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან გამოცხადდეს ქვეყნის სრული ჩაკეტვა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს მეორე ტურებში მოიპოვოს უპირატესობა, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს.

„ბრალდება, რომ ოპოზიცური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, ეს არის ბოდვა. ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ არჩევნების გზით, შაბათს, დავამარცხოთ ქართული ოცნება. ამაზე ვართ ორიენტირებული ყველანი, რომ მერე მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ეხლა საუბარი იმაზე და მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი, ხავს ეჭიდებიან, იქნებ ხალხს დააჯერონ, რომ თურმე რაღაც არეულობა და დესტაბილიზაცია მზადდება.

 რეალურად კი ყველაზე დიდი ხიფათი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ორშაბათიდან, ეს სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს ლოქდაუნს, ქვეყნის ჩაკეტვას და  აპირებს ამას არა ჯანდაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ იცის, რომ შაბათს მარცხდება არჩევნებში და მერე მეორე ტურები ექნება, რომლებშიც ასევე დამარცხდება და სურს, რომ იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რათა მეორე ტურებში ჰქონდეს უპირატესობა კამპანიის კუთხით და ეს მას არ გამოუვა, შაბათსაც დამარცხდება და არანაირი ლოქდაუნი აქ იქნება, სხვანაირად მივხედავთ ჩვენ პანდემიას, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს შემუშავებული.“ - განაცხადა კაპანაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი
  • unipress