მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორ წარმოიშვა კორონავირუსის პანდემია და ჩინეთი ვალდებულია, იმოქმედოს გამჭვირვალედ

ჩინეთი

გამოქვეყნებულია  375 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორ წარმოიშვა კორონავირუსის პანდემია და პეკინი ვალდებულია, იმოქმედოს გამჭვირვალედ - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ წვდომა, მსოფლიომ ვერ მოიპოვა წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, საიდან წარმოიშვა ეს ვირუსი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთში რამდენიმე ლაბორატორიაა, რომელიც კვლავ აგრძელებს მუშაობას ინფექციურ პათოგენებზე და ჩვენ არ ვიცით, მუშაობენ თუ არა ისინი უსაფრთხოების დონეზე, რათა თავიდან აიცილონ მსგავსის გამეორება. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გვითხრა, რომ სურს, იყოს ჩვენი პარტნიორი. სანდო პარტნიორები ვალდებულები არიან, ინფორმაცია გააზიარონ​“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორ წარმოიშვა კორონავირუსის პანდემია და ჩინეთი ვალდებულია, იმოქმედოს გამჭვირვალედ
  • unipress