მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა

მსოფლიო

გამოქვეყნებულია  273 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულია - 3 646 103 და გამოჯანმრთელებულია 1 197 708 ადამიანი, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 212 835 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 69 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 188 027-ია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 248 301 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 25 428 და გამოჯანმრთელებულია - 151 633 ადამიანი.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 29 079 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 211 938, გამოჯანმრთელებულთა კი - 82 879-ია.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 28 734 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 190 584-ია.

169 462 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა - 25 201, გამოჯანმრთელებულთა კი - 51 371-ია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 166 152 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 993 და გამოჯანმრთელებულია 132 700 ადამიანი


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა
  • unipress