მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს

მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნებულია  236 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

Deepfake-ს სისტემით გაყალბების გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს – ამის შესახებ განცხადება,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტიის ინფორმაციით, "რადიკალური ოპოზიცია Deepfake-თ ამზადებს მასალებს" და შესაძლოა, არჩევნების წინა დღეს ან იმავე დღეს გაავრცელონ:

"ეეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა, საიდან გაიგო, რომ მე აქედან და "ნაციონალური მოძრაობა" ადგილზე ვაპირებდით, როგორც თვითონ თქვეს, Deepfake-ს სისტემით არჩევნების გაყალბებას. ასე ტრიალებს იმედზე, მაგათ სხვა არხებზე, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი, რომ დროზე გაიგეს, მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს.

ეს ხუმრობით და ისე, ვაი, მართლა მაგათ პატრონს. აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს. სინამდვილეში, რაზეც შეშფოთდნენ, პირველად, მთელი ამ არჩევნების განმავლობაში (ადრე ისე რომ ვიქცეოდით, იდეალური მსხვერპლივით), შევქმენით უკრაინელი სპეციალისტების და უცხოელების დახმარებით, სახის და სხეულის ამომცნობი სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქმნის. ძალიან შეშფოთდნენ და აღარ იციან, ახლა რა ქნან. გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ, არარსებულ ხალხს მიაცემინონ ხმა, ეს არის ივანიშვილის ბოლო იმედი... მაინც არაფერი გამოუვათ, არჩევნებს დავაკვირდებით, არჩევნებზე გავიმარჯვებთ და მოემზადონ გუდა-ნაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანი გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს
  • unipress