ნავალნის მოწამვლაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას საქართველოც შეუერთდა

ალექსანდრე ნავალნი

გამოქვეყნებულია  94 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.

"ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა" - ნათქვამია განცხადებაში.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ნავალნის მოწამვლაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას საქართველოც შეუერთდა
  • unipress