ნიგერის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს საარჩევნო კომისიის კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს, რასაც კომისიის შვიდი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტილაბერი ნიგერის, ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც, ბოლო დროს, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მოიკიდეს ფეხი და შეტევებიც გაახშირეს.
ცნობისათვის, კვირას ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი მუჰამედ ბაზუმი და ყოფილი პრეზიდენტი მაჰამან ოსმანი დაუპირისპირდნენ

0 კომენტარი