ნიშნადობლივი კვლევა არის რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის , რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  134 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ეხმიანება.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს კვლევა ვერ გამოდგება პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია. კაპანაძემ აღნიშნა, რომ კველა ნიშანდობლივია იმით, რომ ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისათვის

„NDI-ს ეს კვლევა, სამწუხაროდ, პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად არ გამოდგება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, თითქმის 70%-ზე ადის. თუმცა, ნიშნადობლივი კვლევა არის რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის , რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ცვლილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე ეს არ არის კარგი ამბავი ხელისუფლებისათვის. ასევე, ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები და აქაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ბოლო პერიოდში, მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ დახმარება რომელიც გაწეული იყო, არ იყო საკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებისათვის ეს კვლევა ნამდვილად ცუდი კვლევაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეთოდოლოგიური საკითხების გამო, პოლიტიკური რეიტინგების დასადგენად, ეს კვლევა ვერ გამოდგება.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ნიშნადობლივი კვლევა არის რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის , რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას
  • unipress