ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ოზურგეთი

გამოქვეყნებულია  41 ნახვა განახლებულია 2 დღის წინ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით 80-მდე აღსაზრდელს სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა.

მათი განმარტებით, სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი, სახლში აგრძელებს მკურნალობას.

„შაბათს, ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით, სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი, სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, 2 დღით ადრე შევიდა.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება“,-აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
  • unipress