ოთხშაბათს, "ევროპული საქართველო" მასიურ საავტომობილი აქციას მოაწყობს, სახელით "დაუპიპინე ბიძინას"

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  46 ნახვა განახლებულია 2 დღის წინ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით,
ევროპული საქართველო ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით
მოაწყობს მასიურ საავტომობილი აქციას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისაკენ და
სიგნალებით მიმართავენ, რომ მისი დრო ამოიწურა.
კაპანაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ოთხშაბათს სიგნალებით გამოხატონ თავიანთი
უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, ერთიმხრივ
ეკონომიკურ კრიზისში და დღითიდღე უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ღარიბდება
მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და პოლიტიკის გამო და ამას თან
ერთვის უმძიმესი ჯანდაცვის კრიზისი, ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში
როგორ დრამატულად იზრდება კორონაინფიცირებულთა რიცხვი.
ამის ფონზე, ივანიშვილის და მისი უპასუხისმგებლო მთავრობის ერთადერთი სურვილი,
როგორც ჩანს, არის, რომ არჩევნებამდე ისე მიატანონ, იმის იმედად არიან, რომ არ იყოს
საარჩევნო აქტივობები და ოპოზიციურმა პარტიებმა არ იაქტიურონ და შეხვდნენ ხალხს
და იმედი აქვთ, რომ ამის გამო, ისინი შეინარჩუნებენ ხელისუფლებას.
თქვენ იცით, რომ ევროპულმა საქართველომ დაგეგმა გუშინდელი დღისთვის
მრალავათასიანი აქცია, მაგრამ იმის გამო, რომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა
მკვეთრად, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი
თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებაში.
იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური
აქტივობა არ შეწყდეს და არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას შანსი გაეზარდოს
ხელისუფლების შენარჩუნების, ჩვენ, ოთხშაბათს ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით,
ყველა ქალაქში და მათ შორის თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას, სახელით
„დაუპიპინე ბიძინას“.
შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ
ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა.
ჩვენ გვექნება აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, ასევე თბილისში და ასევე
ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს,
უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „
დაუპიპინე ბიძინას.“
ასევე ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ მათაც ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ
სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის
მიმართ. „ - განაცხადა კაპანაძემ.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ოთხშაბათს, "ევროპული საქართველო" მასიურ საავტომობილი აქციას მოაწყობს, სახელით "დაუპიპინე ბიძინას"
  • unipress