ოკუპირებული ცხინვალი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად კეტავს

ოკუპირებული ცხინვალი

გამოქვეყნებულია  1,361 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად კეტავს. გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. აკრძალვა ეხება ყველას ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას. ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

შეგახსენებთ, დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და 6 წლის შვილი ახალგორიდან. ოკუპირებული რეგიონის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოში ორი ექთანი მოათავსეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფებთან და მძღოლთან


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოკუპირებული ცხინვალი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად კეტავს
  • unipress