ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 30 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთი

გამოქვეყნებულია  151 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 16 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 30 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 69 ადამიანი მკურნალობს. 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 20 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 6 - გამოჯანმრთელდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 756 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 198 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 7

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 30 შემთხვევა დადასტურდა
  • unipress