ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალი

გამოქვეყნებულია  535 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას თქმით, დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლინდა. გუშინ ინფექცია 8 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 7 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
  • unipress