ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებული ცხინვალი

გამოქვეყნებულია  220 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრში წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯანიების დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯას და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის იმყოფება რამდენიმე ე.წ. დეპუტატი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა, იმართება. წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილ ინალ ჯაბიევს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა. ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს შვიდი თანამშრომელი.

ცნობისთვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ, ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდა. კოკოითის განცხადებით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
  • unipress