ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

მსოფლიო

გამოქვეყნებულია  2,313 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ოპეკ+ჯგუფის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას 10 პროცენტით შეამცირებენ. მიღებული რეგულაციები მაისისა და ივნისის თვეებში ნავთობის წარმოებას ყოველდღიურად 10 მილიონი ბარელით შეამცირებს. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ჯერ რვა მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის აპრილამდე – ექვს მილიონამდე. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენბისი“ ავრცელებს.

შეთანხმების წევრი ყველა ქვეყანა, მექსიკის გარდა, წარმოების 10 პროცენტით შემცირებაზე თანახმაა. მექსიკას, რომელიც წარმოების მხოლოდ 100,000 ბარელით შემცირებაზეა თანახმა, განკუთვნილი კვოტის შევსებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი მზად არის, მექსიკის დასახმარებლად ამერიკაში ნავთობის წარმოება დამატებით 250,000 ბარელით შეამციროს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
  • unipress