ოპოზიცია ერთიანია, ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას

ელენე ხოშტარია

გამოქვეყნებულია  98 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ოპოზიცია ერთიანია. ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა მე-10 მოწვევის პარლამენტის ხვალ დაგეგმილ პირველ სხდომას:

"ოპოზიცია ერთიანია. ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას. იმიტომ რომ არა ერთი პარტია დგას პრინციპულად ერთ პოზიციაზე. თავად იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, კერძოდ ალეკო ელისაშვილს უჭირს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თავს იმართლებდა, თან რაღაც აგრესიული ფორმით.

ეს მისი საქმეა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ხვალ ჩატარდება აუცილებლად ერთპარტიული, ჩრდილოკორეული სხდომა. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უდიდესი მცდელობებისა ამ ერთიანობის რღვევას, მაინც ვერ მოახერხეს და მაინც იქნებიან ხვალ მარტო. თუ ცალკეული ადამიანები გადავლენ ოცნებაში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის ერთიან ბრძოლას არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპოზიცია ერთიანია, ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას
  • unipress