ოპოზიცია თუ გადაწყვეტს დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებას, ეს იქნება ორპოლუსიანობის შენარჩუნება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის

ანა დოლიძე

გამოქვეყნებულია  242 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ოპოზიცია თუ გადაწყვეტს დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებას, ეს იქნება ორპოლუსიანობის შენარჩუნება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის - განაცხადა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ:      

"ჩემი ამოცანაა, დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ გავლენიანი, მაგრამ არაპოპულარული კანდიდატი ამ ოლქში – გია ვოლსკი. ამ პირობებში, ამხელა რესურსის მქონე კანდიდატთან ისედაც რთულია, გამოვხატავ იმედს, რომ ოპოზიცია არ გადაწყვეტს კიდევ უფრო გაყოს კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ხმები და არ გადაწყვეტს დააყენოს ამავე ოლქში თავისი კანდიდატი. ეს იქნება იმ განწყობის, შეთანხმების შესრულება, რომელიც თავიდანვე გააკეთა ოპოზიციამ ამ ოლქთან და თბილისთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საჯარო დაპირებას ხალხის წინაშე შეასრულებენ. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ დააყენოს კანდიდატი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, ვინაიდან განამტკიცებს იმ გაგებას ხალხში, რომ მთავარი დანიშნულება დღეს არის პოლიტიკური ოლიგოპოლიის, ორპოლუსიანობისორმეფობის შენარჩუნება პოლიტიკაში "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპოზიცია თუ გადაწყვეტს დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებას, ეს იქნება ორპოლუსიანობის შენარჩუნება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის
  • unipress