ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით

ნიკა მელია

გამოქვეყნებულია  4 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება, ვითარება, როცა ძალიან ბევრი რამე არ არის პროგნოზირებადი, პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება, ამ დროს, როცა დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეესკალაცია მოხდეს ვითარების, ეს რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია. ჩვენ, ოპოზიცია და ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა დიალოგი დიალოგისთვის"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით
  • unipress