ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  193 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარე „თავისუფლების მარშის“ აქციაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება გააცნო:

"დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქების უსაფრთხოებისათვის. საპარლამენტო არჩვენების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა, ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმ სისტემის დაწესებით, რაც მოლაპარაკებებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება.

ახლა „ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკან დახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია, ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი. დღეს, ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს „ქართული ოცნების“ თავზე, ივანიშვილის რეჟიმის ამ მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის, მადლობა თქვენ ყველას"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
  • unipress