ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია - ან ვირჩევთ „ოცნებას’’ და ვაგრძელებთ პრობლემებში ცხოვრებას, ან ვირჩევთ ცვლილებებს

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  147 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის წევრი გიგი წერეთელი, თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ’’ევროპული საქართველო’’ მზად არის წინა ხაზზე დადგეს და ყველა ის პრობლემა მოაგვაროს, რომელიც რვა წლის მანძილზე დაგროვდა.

„თერჯოლაშიც და მთელ საქართველოში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, სიღარიბე , გაზრდილი ფასები. ამიტომ, ოქტომბრის არჩევნები ეს არის წყალგამყოფი, ან ჩვენ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ იმავე და უარეს პრობლემებში ცხოვრებას, რაც შეიქმნა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ან ავირჩევთ ცვლილებებს, წავიყვანთ ქვეყანას წინ და გავაუმჯობესებთ ცხოვრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას სჭირდება ცვლილებები, მოსახლეობას სჭირდება უკეთესობა და ამ გეგმებით ერთვება პოლიტიკურ ბრძოლაში „ევროპული საქართველო“. ჩვენ მზად ვართ ცვლილებების წინა ხაზზე ვიყოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები. პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემები, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია - ან ვირჩევთ „ოცნებას’’ და ვაგრძელებთ პრობლემებში ცხოვრებას, ან ვირჩევთ ცვლილებებს
  • unipress