პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეიკრიბება

ოპოზიცია

გამოქვეყნებულია  60 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ოპოზიციამ უკვე შეათანხმა ის სამოქმედო გეგმა, რომელითაც ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს უპასუხებს. 

ყველა ოპოზიციური პარტია მეტეხთან შეიკრიბება და შეთანხმების სამ მემორანდუმს მოაწერს ხელს.

 ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, საპარლამენტო მანდატებზე და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მესამე რაუნდი შედგება, ის რაიმე შედეგით დასრულდება და ბიძინა ივანიშვილი რაიმე დათმობაზე წავა. თუმცა ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება "ოცნებას" გაზაფხულზე მაინც მოუწევს.

შეგახსენებთ, ოპოზიცია თავდაპირველად მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეპიდვითარებამ ეს გეგმები შეცვალა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეიკრიბება
  • unipress