პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
"ერთადერთი, მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით. ჩემი პროფესიის ნაწილი იყო მასწავლებლობა. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამასაც გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება საქმე"

0 კომენტარი