პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო

დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია  44 ნახვა განახლებულია 6 დღის წინ

პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო - განაცხადა დავით უსუფაშვილმა:    

"მაქვს გარკვეული გამოცდილება პოლიტიკაშიც, არჩევნებშიც და არჩევნების წინა კვლევების ინტერპრეტაციაშიც. მე მხოლოდ ამ კვლევიდან არ ვაკეთებ ჩემს დასკვნას. ამ კვლევასაც ვუყურებ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მომავალ პარლამენტში უმრავლესობა არ ექნება არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას. საქართველოს პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, რომლის ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო და ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელშიც ლელოს ექნება სერიოზული, წამყვანი პრეტენზიები. 

კმაყოფილი ვარ, რომ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა ამ პროცესში. იქნება კონკურენტუნარიანი არჩევნები. მე მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ყველა პროცესს, მაგრამ გააკეთონ სწორი არჩევანი"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო
  • unipress