"პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრა რუსეთიდან ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

პატრიოტთა ალიანსი

გამოქვეყნებულია  118 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა, გადადგომის შესახებ ლაშა საკანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:             

"2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებაში ტემპერატურა არ გავზარდო, გადაწყვეტილება მივიღე, საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადება დავწერო, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსნდრ აგრბას, რომელსაც ჩემთან ერთად წამოსვლა ვთხოვე, არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია. ეს მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსეთიდან ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ, ადამიანებმა ილოცეს, ამით მათი ვიზიტი დასრულდა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრა რუსეთიდან ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა
  • unipress