პირველი არხის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოცხადდა

ვასილ მაღლაფერიძე

გამოქვეყნებულია  268 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილება განიხილეს, რომლის მიხედვით მაღლაფერიძემ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას დროებით არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს და პირველი არხის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება:      

"ვასილ მაღლაფერიძემ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო ზედმეტი შეკითხვები. ჩვენ დღესვე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ავირჩიეთ და გამოვაცხადეთ კონკურსი ახალი დირექტორის არჩევის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ძალიან ბევრი შეკითხვა და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყო ,"ქართულ ოცნებასთან" და სხვადასხვა პირებთან, ეს ყოველთვის სდევდა ამ პიროვნებას. ამ გადაწყვეტილების საფუძველიც ეს იყო და მისი განცხადებიდანაც ჩანს, რომ არ სურდა ამას შეექმნა გარკვეული პრობლემები არხის სამაუწყებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საკმაოდ სიღრმისეულად იმუშავებს და დააკვირდება წინასაარჩევნო, საარჩევნო და შემდგომ პერიოდს. გავაკეთებთ შეფასებას რამდენად მიკერძოებული იყო ან არ იყო ვასილ მაღლაფერიძე.

ასევე გეტყვით, მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიის შესახებაც, რომლის მიხედვითაც, ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან წასვლა ტელევიზიაში აუდიტის სამსახურის არაგეგმურ შემოსვლას უკავშირდება. ჩვენ აუდიტი მარტის თვეში გვყავდა შემოყვანილი, არანაირ არაგეგმურ შემოწმებაზე ამ ეტაპზე აუდიტის სამსახური შემოსული არ არის. მაღლაფერიძის გადადგომას არ უკავრიდება, მარტის თვის დასკვნით ყველაფერი არის ძალიან კარგად, თანხმები დახარჯულია პოზიტიურად და მიზნობრივად. ასევე, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სამართლებრივი დავა მაუწყებლის თანამშრომლებსა და მაუწყებელს შორის, ჩვენი ყოფილი 17 თანამშრომელი დაობს შესაბამის ინსტანციაში და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ესეც არ არის გადადგომის მიზეზი. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. „მეორე არხის“ თანამშრომლად, განათლების მიმართულებით ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად რჩება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დღეს დატოვა და პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს შესაბამისი განცხადებით მიმართა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პირველი არხის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოცხადდა
  • unipress