პირველი პაციენტის მაგალითზე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო ჩვენს კლინიკაში, შემიძლია გითხრათ, რომ „კოვიდი“ არ არის მკვლელი

ლევან რატიანი

გამოქვეყნებულია  360 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პირველი პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკა შესაძლოა, მან ხვალ დატოვოს:

„კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაუწყოთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვახარებს. პირველი პაციენტი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, სომატურად დამძიმებული, იცით, რომ ის ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. PCR მეთოდით, პირველადი ჩატარებული ცდით ვირუსით ინფიცირება არ ვლინდება. აქედან გამომდინარე, 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ეს ქალბატონი კლინიკას ხვალ დატოვებს. ანუ, კიდევ ერთი მაგალითი იმისი, რომ კოვიდი არ არის მკვლელი ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ქალბატონი იყო უმძიმესად: მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიტული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით. ამ ეპატზე, მისი მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ თვითიზოლაციის პირობებში, პროტოკოლის დაცვით გაწერება“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პირველი პაციენტის მაგალითზე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო ჩვენს კლინიკაში, შემიძლია გითხრათ, რომ „კოვიდი“ არ არის მკვლელი
  • unipress