პირობის მეორედ შეუსრულებლობა ქვეყნის იზოლაციის გზაა - თამარ ხულორდავა

თამარ ხულორდავა

გამოქვეყნებულია  169 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქართულ ოცნებას ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს: მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით. და რა გამოდის, ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი...

ქართულმა ოცნებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონა ვირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არ-შესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პირობის მეორედ შეუსრულებლობა ქვეყნის იზოლაციის გზაა - თამარ ხულორდავა
  • unipress