პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  95 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ.

„რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში, კორონავიურისის წინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა. ამიტომ, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს. რაც მთავარია, დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება. მოგეხსენებათ, ახლა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, შეხვედრები იყოს ხშირად უფრო გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები, როგორც თავად პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ
  • unipress