პოლონეთის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ტროტილი რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს განათავსეს

ლეხ კაჩინსკი

გამოქვეყნებულია  413 ნახვა განახლებულია 4 თვის წინ

პოლონეთის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ტროტილი რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს განათავსეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონური მედია წერს, რომ საგამოძიებო კომისია თვითმფრინავში ორი აფეთქების შესახებ იტყობინება, რომელიც თვითმფრინავის მარცხენა ფრთაზე და ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

ანგარიშის მიხედვით, თვითმფრინავში ტროტილთან ერთად პენტრიტის და ჰექსოგენის კვალიც აღმოჩნდა. აღნიშნულ დასკვნამდე კომისია პოლონეთისა და ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგად მივიდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი სავარაუდოდ იმ ნაწილებზე აღმოჩნდა, რომელიც რუსმა ტექნიკოსებმა რემონტის დროს 2009 წელს გამოცვალეს.

პოლონეთის პირველმა გამოძიებამ, რომელსაც ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ეჟი მილერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ ავიაკასტროფის მიზეზი თვითმფრინავის დასაშვებ მინიმუმზე დაბლა დაშვება გახდა. ასევე, საუბარი იყო რუსი დისპეტჩერების შეცდომებზე. პოლონეთის ახალი გამოძიება, რომელსაც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩერევიჩი ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რუსი გამომძიებლები, რომლებიც ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევდა, აფეთქების მტკიცებულებების დამალვას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს განიცადა. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • პოლონეთის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ტროტილი რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს განათავსეს
  • unipress