პროკურატურასთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია დაიწყო

ელენე ხოშტარია

გამოქვეყნებულია  112 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

გენერალურ პროკურატურასთან საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

"მოქალაქეობრივი საკითხია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებებს უფლება, დაჩაგრონ მოქალაქეები, მეორე, ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე და იკვეთება კონკრეტულად რუსეთის ინტერესი, მათ შორის, ირმა ინაშვილის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იღებდა დავალებებს რუსეთიდან, რომელიც არ გამოიძია ამ პროკურატურამ". - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და აქციის ორგანიზატორმა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პროკურატურასთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია დაიწყო
  • unipress