პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიენიჭა

ზურაბ ჭუმბურიძე

გამოქვეყნებულია  134 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ვარშავის უნივერსიტეტში წმ.გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა.

გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ განაცხადა,რომ წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მარგალიტის თვლებით და მინანქარით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ.გრიგოლის ხატია გამოსახული.

დაჯილდოვების ცერემონიალი, 6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში პოტოცკების სასახლეში წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს ქართველური ენების კვლევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წმ.გრიგოლ ფერაძის პრემია მიენიჭა
  • unipress