რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  229 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა - "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც  განცხადება,  რომ კრიმინალის დონე შემცირებულია.

სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალი კატასტროფულად გაიზარდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ერთია გომელაურისა და კობახიძის განცხადებები, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა, ხოლო მეორეა ის რეალობა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ.

„ერთ-ერთი მთავარი რაც შესაცვლელია, არის დამოკიდებულება კრიმინალთან, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ გაიზარდა კატასტროფულად კრიმინალი, ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, რომ ზოგიერთი ტიპის კრიმინალი გაიზარდა 200 და 300%- ით, მათ შორის მკვლელობები, ძარცვა, ყაჩაღობა.

რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ძალიან მაღალია გახსნის დონე და რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი და რეალურად არ არსებობს, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა.

ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გარდამტესხი ცვლილება იქნება სწორედ ეს, რომ კრიმინალი შემცირდეს დრამატულად და არ ხდებოდეს კრიმინალებზე ხელის დაფარება ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს გარიგება ე.წ ქურდულ სამყაროსთან არანაირი ფორმით და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა
  • unipress