რას იპოვი იქ, საზღვარგარეთ - გალაკტიონი

გალაკტიონ ტაბიძე

გამოქვეყნებულია  303 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია" გალაკტიონ ტაბიძის ნაკვალევს გაჰყვა და პარიზში, სწორედ ის სასტუმრო დაადგინა, რომელშიც 1935 წლის ივნისში გაჩერდა გალაკტიონი, როცა დიდი პოეტი პარიზს რამდენიმე დღით ესტუმრა.

პარიზში კულტურის დაცვის ანტიფაშისტურ მსოფლიო კონგრესის საღამოს სხდომაზე გალაკტიონმა სიტყვა წარმოსთქვა. მოგზაურობის შთაბეჭდილებები პოეტმა გადმოსცა დიდ ციკლში „რას იპოვი იქ, საზღვარგარეთ“ („შორი გზები მოვიარე“), რომელიც პირველად თხზულებათა III ტომში გამოაქვეყნა 1940 წელს. აქვე გთავაზობთ გალაკტიონის სამგზავრო ბილეთის, კონგრესის მონაწილის და სასტუმროს რეგისტრაციის ბარათების ფოტოასლებს. ასევე სასტუმროს ფოტოს. სასტუმროს მისამართია: Hotel de Saint-Germain, 50 rue du Four, 75006, Paris

არ მინახავს შენი არე..

არ მინახავს შენი არე,

გადის ბევრი წელი.

შორი გზები მოვიარე,

კიდევ სხვა გზებს ველი.

მზე გავცვალო? მაგრამ ვისში?

არა, არა, არა...

სიხარულში მარადისში

გაწოლილა შარა!

Image
Image
Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რას იპოვი იქ, საზღვარგარეთ - გალაკტიონი
  • unipress