რას ყვება „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც შეიარაღებული პირის შესვლიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა

ზუგდიდი

გამოქვეყნებულია  288 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა, ყვება, რომ ფილიალში მოულოდნელად შეიარაღებული პირი შევიდა, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.

მისი თქმით, ამ დროს ბანკში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ის განმარტავს, რომ ბანკში ამჟამად 50-ზე მეტი თანამშრომელი რჩება.

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი. რამდენადაც მახსოვს,  რამდენჯერმე გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა. მოთხოვნა იყო, ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით, არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი გარეთ, სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.

მომსახურების მოლოდინში საკმაოდ ბევრი იყო, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე გამოუშვა, ვინც ასაკში იყო. თანამშრომლებიდან ერთი იყო შესვენებაზე და ერთი სესხის ოფიცირია გარეთ. დილიდან სულ 58 თანამშრომელი ვიყავით“, – განაცხადა ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ბანკის მენეჯერთან შეხვედრა მოითხოვა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

Image

თქვენი რეაქცია?

1
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
1
EEW
0
OMG!
2
ANGRY
0 კომენტარი

  • რას ყვება „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც შეიარაღებული პირის შესვლიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა
  • unipress