რეალურად, ინფიცირებულია არა 25-მდე, არამედ 50-მდე მეტროს მემანქანე

მეტრო

გამოქვეყნებულია  105 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

პროფესიული კავშირი ერთობა 2013, მორიგ განცხადებას ავრცელებს და მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას ტყუილში ადანაშაულებს. კერძოდ, პროფკავშირში აცხადებენ, რომ ინფიცირებულია 50-მდე მეტროს მემანქანე და არა 25:

"ეს დღეებია ჩვენ ვაცხადებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიაში, მემანქანეების გარდა სხვა პოზიციაზე დასაქმებულებიც არიან დაინფიცერებული. თუმცა, რამოდენიმე სამსახურის უფროსმა, არ მოგვაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ - ამ გადაწყვეტილებას, თვითონ ვერ მიიღებთო. ჩვენის აზრით, ეს საკითხი დირექციიდანაა დავალებული, რადგან არ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია. ეს საეჭვოს ხდის იმას, რომ სატრანსპორტო კომპანიის დირექცია, არ აწვდის სწორ ინფორმაციას დაინფიცერებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ, არც მერიას და არც საკოორდინაციო საბჭოს.რადგან მერიამ განაცხადა გუშინ, რომ 25 მემანქანეა დაინფიცირებულიო.

რეალური ციფრი კი 50-დეა, ეს მხოლოდ მემანქანე ორივე ხაზზე, 20 კი ექსპლუატაციაში სხვადასხვა პირი რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს მატერებლების მოძრაობასთან.

დღეს კიდევ ველოდებით 40_მდე მემანქანის პასუხს ლუგარიდან. ეს მხოლოდ ვარკეთილი - ახმეტელის ხაზზე, რაც შეეხება საბურთალოს ხაზზიდან ჯერ არცერთი მემანქანე არ გაუგზავნიათ ლუგარში ტესტის ასაღებად. ვინც შეამჩნია სიმპტომები თავის ხარჯებით გააკეთა ტესტი და გადიან მკურნალობას.

დავუბრუნდეთ ისევ მერის განცხადებას.

სადაც იგი სატრანსპორტო კომპანიის დირექციას მოხსენიებს იმ კონტექსტში რომ, რაც კეთდება მეტროში, ეს ციდან ხომ არ ჩამოვარდა, ანუ ღირსეულად და ეფექტურად მართავენ კომპანიას.

დავიწყებთ იმით ბატონო მერო, რომ სწორედ ეს მენეჯმენტია სიცრუეს რომ გათქმევინებეთ სახალხოდ დაინფიცირებულების შესახებ, ასევე გათქმევინეს 2018_ში მეტროს გაფიცვის წინა პერიოდებში, (თუმცა მას შემდეგ რამოდენიმე მათგანი ჩვენს კომპანიაში აღარ მუშაობს).

რაც შეეხება პირნათლად მათზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებას.

ამ პანდემიის პირობებში უკვე რამდენიმე თვეა მუშებს ვერ უზრუნველყოფენ ხელის დასაბანი საპნით და თვითონ ყიდულობენ მუშები.

ბევრ სამსახურებში მუშებს ვერ უზრუნველყოფენ სპეც ტანსაცმლით და სპეც იარაღებით.

წელს პირველად მემანქანეებს ზამთრის ფორმა ვერ შეუკერეს, ეს იმ ფონზე როცა განცხადებული გაქვთ, რომ მეტროს მემანქანე ქალაქის სახეა და მართლაც ესეა, მას უცქერის ასიათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე თუ ამ ქალაქის სტუმარი. როგორც წესი ეს ფორმები ყბადაღებული თემაა და ყოველ ორ წელიწადში ხდება პრობლემური. ამ საკითხზეც ბევრჯერ გავაცანით ჩვენი ხედვა დირექციას, მაგრამ ამაოდ. ფაქტი სახეზეა, უფორმოდაა დღეს მემანქანეები, და რაც მოუტანეს ზაფხულის ფორმას ვგულისხმობთ, ისიც არ აცვიათ და თავისი სახსრებით შეიძინეს მსგავსი ფერის.

იგივე შეძლება ითქვას კონტროლიორებზე, სადგურისა და დეპოების მორიგეებზე და ბლოკსაგუშაგოს მორიგეებზე.

თვეები გრძელდება ელემენტალური სარემონტო სამუშაოები შესაბამისი სათადარიგო ნაწილების არ ქონის გამო, რაც სამუშაო პროცესს ართულებს და აჭიანურებს.

ვერ მარაგდება საჭირო რაოდენობით მუშა პერსონალი ვერც სპეც იარაღებით, რომელიც განიცდის ცვეთას და საჭიროებს პერიოდულ განახლებას. ვერც საჭირო რაოდენობის ნაწილებით, სამსახურები რომლებიც, ატარებენ მოძრავი შემადგენლობის რემონტებს, ესკალატორის, ენერგოს, გვირაბების და კიდევ სხვა ბევრი სამსახურის მიმართულებით.

და თუ დღემდე ესე ,,გამართულად" მუშაობს მეტროპოლიტენი, დაგვერწმუნეთ ეს ნამდვილად არაა დირექციის დამსახურება. ეს არის სწორედ იმ პროფესიონალი მუშა ხელის დამსახურება, რომელსაც ერთხელაც არ გადაუხადეთ მედლობა, თუნდაც ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც გარდა თავისზე დაკისრებული მოვალეობისა, ასრულებენ დღემდე სადგურების და მატარებლების დეზინფექციას, ეს გრძელდება თვეები და პრემია კი არა მადლობაც არავის უთქვამს მათთვის.

ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის დირექციამ მოსწყვიტა სამუშაო ადგილებს და ,,პრევენციის" მიზნით დააყენა სადგურებში რათა ათასობით მგზავრს მოუწოდონ პირბადეების მოხმარებისკენ, დაინფიცირების საბრთხის ქვეშ დააყენეს და დაინფიცირდნენ კიდეც.

გენერალური დირექტორი ნანახი არ ყავს დასაქმებულ ადამიანებს, რომ შეხვდეს სამსახურში ვერ მიესალმებიან.

აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ დამოკიდებულებაზე, კოლექტიური ხელშეკრულების მიმართ გულგრილობაზე, ( თუმცა ამ საკითხს მივუბრუნდებით ძალიან მკაცრად როდესაც პანდემია გადაივლის)

თავს არიდებს პროფკავშირთან შეხვედრას, რადგან როგორც ჩანს მისი ერთერთი ხელქვეითის გუშინდელ განცხადებაში როგორც მან მოგვიხსენია ,,რაღაც პროფკავშირად" ესეთი დამოკიდებულება აქვს მშრომელი ხალხის მიმართ.

ჩვენი აზრით ბატონო მერო, თქვენ გუშინდელი ჩვენი განცხადების შემდეგ, მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა, დაუყოვნებლივ უნდა მოგეთხოვათ ჩვენთან შეხვედრა და დარწმუნებულიყავით სიმართლეში. არამც და არამც არ უნდა გეხსენებინათ ბელორუსი მემანქანეების ალტერნატივა, არ უნდა შეგექოთ კომპანიის მენეჯმენტი სანამ არ დარწმუნდებოდით მათ დამოკიდებულებაში საქმის მიმართ.

ბატონო მერო, ჩვენ მოგიწოდებთ რომ დააფასოთ მშრომელი საზოგადოება, რომელიც უმეტესი წილის შემომტანია ბიუჯეტში და ამომრჩეველია ხელისუფლებისა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რეალურად, ინფიცირებულია არა 25-მდე, არამედ 50-მდე მეტროს მემანქანე
  • unipress