რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გამოქვეყნებულია  65 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავის გზავნილში თურქეთის ლიდერმა დაადასტურა ანკარას მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-ის ადმინისტრაციასთან მომავალ პერიოდში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი თანამშრომლობა და კავშირი მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობას გააგრძელებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წერილი დონალდ ტრამპსაც გაუგზავნა.

„განურჩევლად იმისა, თუ როგორ გამოვლინდა არჩევნების ოფიციალური შედეგები, მადლობას გიხდით თქვენი გულწრფელი და მტკიცე ხედვისთვის, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ თქვენი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის ჩვენი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე“, – ნათქვამია ერდოღანის ტრამპისადმი გზავნილში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
  • unipress