რვა წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები, პროკურატურა ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას

ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნებულია  183 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ამ საკითხის წამოწევა "პოლიტიკური მასკარადის ნიშნებს" შეიცავს:       

"ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. რვა წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა - მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე იყო? აზერბაიჯანი რა რუკებით ხელმძღვანელობდა? რაღა მაინცდამაინც ჩვენ გვქონდა ასეთი რუკები და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ორმა ადამიანმა იცოდა ამ რუკების არსებობა და არ იცოდა არქივის არც ერთმა თანამშრომელმა ან უშიშროების საბჭოს არც ერთმა წევრმა.

ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა შედეგი დადგება ქვეყნის შიგნით, რა შედეგი დადგება ქვეყნის გარეთ, ანუ აზერბაიჯანს წავუყენებთ თუ არა პრეტენზიას, თუ მართლაც რუკების აღრევასთან გვქონდა საქმე, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. აშკარაა, რომ აზერბაიჯანთან მგონი ჯერჯერობით ამ საკითხის არც წამოწევა მომხდარა და არც გარკვევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეს თემა არჩევნების მერე ჩვეულებრივად ჩაივლის და არათუ აზერბაიჯანთან ვინმე არ დაიწყებს ამ საკითხის გარკვევას, არამედ ამ ადამიანებსაც ალბათ ბოდიშს მოუხდიან და გამოუშვებენ".

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რვა წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები, პროკურატურა ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას
  • unipress