როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, გაიზრდება პენსია, გაიაფდება წამლები და წარმოება დაიწყება

სტრატეგია აღმაშენებლი

გამოქვეყნებულია  138 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული.    

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოხუცებს, სწორედ ეს გვაჩვენებს საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას, რომლებმაც აღგვზარდეს, ვინც ააშენეს ეს ქვეყანა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდით ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ იცით და გამოიარეთ დიდი გაჭირვება. ყველაზე მეტად თქვენ იმსახურებთ პატივისცემას, მადლიერებას და იმსახურებთ შეგიქმნათ სათანადო საცხოვრებელი პირობები, რომ გქონდეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. თქვენ იმსახურებთ, თქვენი გაწეული მძიმე შრომისთვის მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. 8 წლის წინ, ახალი მთავრობა ბევრ რამეს დაგპირდათ, მაგრამ მათ ყველა ეს დაპირება დაივიწყეს, ყველა ოცნება დაგიმსხვირეს. რეალობას შევხედოთ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით ის საშინელი რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად ებრძვით. „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ პენსიების გაზრდა გამოიყენა, შესაძლოა პენსია რამდენიმე ლარით მეტი იყოს ვიდრე ეს 8 წლის წინ, მაგრამ სინამდვილეში, რეალობა ბევრად უარესია. 2013 წელს საშუალო თვიური პენსია 86 აშშ დოლარი იყო, ახლა კი მხოლოდ 69 აშშ დოლარია, მათ უბრალოდ არ იციან რას ნიშნავს ცხოვრება, როდესაც შენი პენსია 220 ლარია. მათ არ იციან, რას ნიშნავს შეიძინო საკვები პენსიიდან, რომელზეც ფასები 40%-ით გაზრდილია, ვიდრე ეს 8 წლის წინ იყო მათ არ იციან, რას ნიშნავს გაზის და ელექტროენერგიის გადახდა - რომლის პირობაც დადო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ, რომ უფრო იაფი გახდებოდა, მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო გაძვირდა. მათ არ იციან, რომ 74,3%-ით გაიზარდა გადასახადები სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე. მათ არ იციან, თუ რას ნიშნავს საბანკო სესხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძირითადი საჭიროებები 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით, მათ არ იციან, რას ნიშნავს თქვენი ოჯახებისგან შორს ყოფნა, რადგან მათი უმრავლესობა საზღვარგარეთაა წასული, რადგან ქვეყანაში არ არის სამუშაო პირობები და არც ახალგაზრდებისთვისაა შესაძლებლობები, ეს არის დამსხვრეული ოცნებები პენსიონრებისთვის, ჩვენი მოხუცების ღალატი. მაგრამ, დღევანდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებთ თავიანთი გაცემული დაპირებები, მათთვის მნიშვნელოვანია ფული გამოიმუშაონ თავიანი ჯიბეებისათის. ყველამ ვიცით, რომ "ლიბერთი ბანკი", რომელიც პენსიონრებისთვის სესხის გაცემით იღებს ყველაზე მეტ სარგებელს, ივანიშვილის ახლო მეგობრისა და "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი მხარდამჭერის საკუთრებაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამი დიდი ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც სარგებლობენ მედიცინასთან დაკავშირებული მონოპოლიით, არიან დაკავშირებულები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიასთან. მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ დავანგრიო ეს ცინიკური, ყალბი სისტემა, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დავუბრუნებ საქართველოს ღირსებას და აღარავინ დადგება ისეთი გადაწყვეტილების წინაშე პური იყიდო თუ მედიკამენტები. მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მოვიშოროთ ეს „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა და უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვენს მოხუცებს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წარმომადგენლებს. მე არ შევეგუები, რომ თუნდაც ერთი ბავშვი შიმშილობდეს ჩვენს ქვეყანაში და ერთ პენსიონერს მაინც მოუწევს ნაგავსაყრელზე საკვების მოძებნა და იყინებოდეს სახლში. როგორც კი მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირობას გაძლევთ, რომ გექნებათ ისეთი პენსიები, რომელიც საჭიროა ცხოვრებისთვის და პირველივე წლიდან შემცირდება მედიკამენტებზე ფასები მინიმუმ 30%-ით. თქვენს ყველა სესხზე შევამცირებთ და ჩამოგეწერებათ პროცენტი. ამას ჩვენ გავაკეთებთ კანონით და თქვენი ხმის ძალით. ჩვენ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას, ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომ შევზღუდოთ საბანკო ინტერესები ქვეყანაში და ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ წნეხი ბანკებზე. მე გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რაც უფრო მეტ ხელმოწერას მივიღებთ, უფრო მეტი ძალა გვექნება ბანკების წინააღმდეგ. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველას პატივს სცემენ, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს დაცულად. ქალებსა და კაცებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს. მე როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებ სიღარიბის დაძლევაში და ყველა ერთად კვლავ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნით. მე და ჩემი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ცხოვრების დონე ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვა და განათლება და როგორ შევქმნათ სოციალური უსაფრთხოება. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს „დამსხვრეული ოცნებები“ პარტია უკეთესი ცხოვრებისთვის, სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი თანადგომა ამ ბრძოლაში და ნდობა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, გაიზრდება პენსია, გაიაფდება წამლები და წარმოება დაიწყება
  • unipress