როგორც ჩანს ოცნების წევრები იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  117 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგიერთი პარტია არათუ კოალიციას შექმნის, არამედ იმაზე ნაკლებ მხარდაჭერას აიღებენ რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ.
კაპანაძის თქმით, თალაკვაძე და მისი ხელმძღავნელი ივანიშვილი მოწყვეტილები არიან რეალობას და ისინი ვერ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო ქვეყანა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ყველა ობიექტური კვლევით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ასეთი განცხადებები მათ არაადეკვატურობაზე მიუთითებს. კაპანაძის თქმით, იმ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლას, რაც დღესაა, ქვეყანა ვერ შეძლებს ქართული ოცნების გასტუმრების გარეშე.

„ბატონი თალაკვაძე და მისი ხელმძღვანელი, ბატონი ივანიშვილი, სრულიად მომწყდარი არიან დღეს, საქართველოში არსებულ რეალობას. მათი გამოსვლებიც პრეზენტაციაზე, როდესაც თითქოს პროგრამა უნდა წარედგინათ, მაგრამ რეალურად ისაუბრეს წარსულზე ამის ნათელი დადასტურებაა. ისინი ან ვერ აღიქვამენ, ან არ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ჩააგდეს ქვეყანა ბოლო პერიოდში და იმ ჭაობს, რომელშიც ჩვენ ყველა ვიხრჩობით, რასაც თან ემატება კორონას ზრდა და თან ემატება რეგიონში ომი. ეს არის ის უმძიმესი
მდგომარეობა, რომლიდანაც თუ ქართული ოცნება არ გავისტუმრეთ ოპოზიციაში, უბრალოდ ქვეყანა ვეღარასოდეს ვეღარ დაიხსნის შემდეგ თავს. ამიტომ, ამის ფონზე, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, იმის ფონზე როდესაც ხალხში არის ძალიან დიდი მოლოდინი და სურვილი გარდამტეხი ცვლილებების და იმის ფონზე,
როდესაც ყველა კვლევაში ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს უმრავლესობა, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა, ასეთი ტიპის განცხადებები ბატონი თალაკვაძის და მისი სხვა მეგობრების და თანაგუნდელების, უბრალოდ აჩვენებს როგორი არაადეკვატურები არიან ისინი და როგორც ჩანს იგულიანებენ თავს და აგულიანებენ
თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირიში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • როგორც ჩანს ოცნების წევრები იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში
  • unipress